ბიოგრაფია
დათო გორგილაძე ჟურნალისტი და მწერალია; საქართველოს პირველ არხზე ის უძღვება საავტორო გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და დილის გადაცემას „ახალი დღე“. ასევე, საქართველოს რადიოს ეთერში მიჰყავს საავტორო პროგრამა „წიგნის დრო“. დათო გორგილაძის წიგნს “ღმერთი სამსახურშია“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტის“ წლის ბესტსელერი გახდა, მიენიჭა პრემია „ლიტერა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო მოთხრობების კრებული.