
უძრავი ქონების გაყიდვები და მარკეტინგი – ნ.მარიამიძე – ქ.ადეიშვილი
კურსის სილაბუსი
● სილაბუსი
-
1. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 1) რას აკეთებს კომპანია მომხმარებელთან შეხვედრამდე? ● რა მიზნები გვაქვს როგორც კომპანიას და როგორც გუნდის წევრს? ● რა რესურსები გვაქვს ამ მიზნების მისაღწევად? ● როგორია კონკურენტული ბაზარი? ● როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი პანდემიის პირობებში?
-
2. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 2) როგორ ვამზადებთ პროდუქტს მომხმარებელთან შეხვედრამდე? ● ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები და რა სურთ მათ? ● როგორ შევქმნათ ჩვენს მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი? ● რა შეთავაზებით გავიდეთ ბაზარზე?
-
3. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 3) როგორ ვატყობინებთ ჩვენი პროდუქტის შესახებ მომხმარებლებს? ● უძრავი ქონების ბაზრის რა თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ გაყიდვების და კომუნიკაციის დაწყებამდე? ● რა მესიჯებით და რა საკომუნიკაციო არხებით ვეკონტაქტებით მომხმარებლებს? ● ადგილობრივი დეველოპერული პროექტების კომუნიკაციის წარმატებული და წარუმატებელი ქეისების განხილვა
-
4. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 4) რას ვაკეთებთ გაყიდვების დაწყებამდე? ● გაყიდვების რომელ არხებს ვირჩევთ ჩვენი პროდუქტის გასაყიდად? ● რა ეტაპებისგან შედგება გაყიდვების პროცესი? ● როგორ დავხვდეთ მომხმარებლს მომზადებული?
-
5. მომხმარებლებთან შეხვედრა (ნაწილი 1) როგორ გარდავქმნათ პოტენციური მომხმარებელი რეალურ მყიდველად? ● რა უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებელთან პირველადი კონტაქტის დროს? ● როგორ შევთავაზოთ პროექტი მომხმარებელს? ● როგორ მოვაქციოთ თანხვედრაში მომხმარებლის სურვილი ჩვენს შეთავაზებასთან?
-
6. მომხმარებლებთან შეხვედრა (ნაწილი 2) როგორ გარდავქმნათ პოტენციური მომხმარებელი რეალურ მყიდველად? ● როგორ დავხუროთ გარიგება? ● როგორ ვიქცევით „ჭირვეული კლიენტის“ შემთხვევაში/რა შემთხვევაში არ არის „მომხმარებელი ყოველთვის მართალი“? ● გაყიდვების წარმატებული ქეისების განხილვა ● როგორ ვაქციოთ არსებული მომხმარებელი გაყიდვების დამატებით არხად?
-
7. ვიზიტი ანაგი დეველოპმენტის სამშენებლო მოედანზე როგორ გავაცნოთ სამშენებლო ობიექტი მომხმარებელს? პრაქტიკული რჩევები
ლექტორის შესახებ
6 კურსები
6 სტუდენტები