
ინტერიერის დიზაინი – სალომე გულორდავა
კურსი:
Colab • კოლაბი წარმოგიდგენთ სალომე გულორდავას ინტერიერის დიზაინის კურსს.
სასწავლო პროგრამა აგებულია ვორქშოპის პრინციპზე და მაქსიმალურად არის დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით. კურსის მიზანია სტუდენტი გასცდეს პროგრამების ზეპირად ცოდნასა თუ სტანდარტული დიზაინის ხატვას და შეისწავლოს დიზაინ პროცესების დაგეგმარება, პრეზენტაცია, დამკვეთთან კოლაბორაცია და სხვა.
სპიკერი:
სალომე გულორდავა ეს ის ინტერიერის დიზაინერია რომელმაც კარიერის დასაწყისშივე დაიკავა თავისი ნიშა და აი უკვე ხუთ წელზე მეტია წარმატებულად მოღვაწეობს ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში. მან დაარსა საკუთარი დიზაინ სტუდია s_interiors. მის პორთფოლიოში ნახავთ ძველის და ახლის ელეგანტურ შეხამებას, მისი ხედვითაა შექმნილი არაერთი გამორჩეული პროექტი როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ. მას არ აშინებს ახალი გამოწვევები და სავსეა ნოვატორული იდეებით.
შესრულებული დიზაინ პროექტები:
https://www.instagram.com/s__interiors___/
ინფო:
➡ ხანგრძლივობა: 1.5 თვე 21.02.2023-04.04.2023
➡ ლექციების რაოდენობა: 12
➡ დღეები: სამშაბათი-პარასკევი (19:00-21:00)
➡ ფასი: 1200 ₾ (შეგიძლიათ ეტაპობრივად გადახდა)
➡მისამართი: ნ. რამიშვილის ქ. #6 “კოლაიდერი”
კურსის სილაბუსი
● სილაბუსი
-
ლექცია #1: ინტერიერის დიზაინის პრინციპები და ისტორია
-
ლექცია #2: ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესი და თანმიმდევრობა
-
ლექცია #3: შენობის კონსტრუქცია და ტექნიკური დეტალები
-
ლექცია #4: Archicad
-
ლექცია #5: ობიექტზე ვიზიტი – რეალური სამუშაო ოთახის შერჩევა
-
ლექცია #6: 2D სივრცის გეგმარება / Archicad
-
ლექცია #7: ფერები / განათება
-
ლექცია #8: ტექსტურები და მატერიალები
-
ლექცია #9: სივრცის 3D მოდელირება
-
ლექცია #10: სივრცის 3D მოდელირება
-
ლექცია #11: ავეჯის და განათების შერჩევის პრინციპები / საბოლოო დოკუმენტაცია
-
ლექცია #12: ობიექტზე ვიზიტი – სტუდენტების მიერ შექმნილი დიზაინის განხილვა
ლექტორის შესახებ
6 კურსები
6 სტუდენტები