ბრენდის სტრატეგია – შოთა ჩინჩალაძე

სპიკერი:

შოთა ჩინჩალაძე LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდის სტრატეგი და თანმიმდევრული ბრენდინგის მრჩეველია. მისი კარიერა 2010 წელს მედიქლაბჯორჯიაში, მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო. იყო Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური მაკრო დისტრიბუტორის მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მართავდა საავტომობილო ინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Shell, Landirenzo, Energizer, Faber და ა.შ. 2012-2020 წლებში სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის წევრი იყო და ბრენდინგისა და საკომუნიკაციო პროექტებზე ისეთ დიდ ბრენდებთან მუშაობდა როგორებიცაა: ნატახტარი, მთიელი, TOYOTA კავკასია, VTB ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირი, დრესაპ ჯგუფი და ა.შ. 2020 წლიდან დამოუკიდებელ სტრატეგად მუშაობს და დღემდე 20ზე მეტ კომპანიას დაეხმარა საკუთარი ბრენდის გააზრებაში, ბრენდის ღირებულებითი, ვერბალური და ვიზუალური სტრატეგიების შექმნაში. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდინგსა და მარკეტინგში, ჯიპაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებში. 2020 წლიდან მართავს საკუთარ ინსტაგრამ გვერდსაც, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბრენდინგისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების შესახებ ცოდნას უზიარებს და ძლიერი ქართული ბრენდების შექმნისთვის აუცილებელი ცოდნით ამარაგებს.

კურსის აღწერა:

20 საათიანი ინტენსიური მასტერკლასი თანამედროვე ბრენდინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნების: სხვანაირობის, განსხვავებულობის გარშემო იქნება აგებული.  კურსის განმავლობაში ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და თანამედროვე ბრენდების მართვის უმთავრეს პრინციპებს გავეცნობით. განსაკუთრებულ ყურადღებას ჯგუფურ, პრაქტიკულ სამუშაოებს და მათ შეფასებას, დეტალურ უკუკავშირს დავუთმობთ. მასტერკლასის გავლის შედეგად, თითოეული მონაწილეს ექნება მყარი საბაზისო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ბრენდის, ბრენდინგისა და ბრენდის მართვის ყველაზე თანამედროვე პრინციპების შესახებ.

ვისთვისაა კურსი:

მათთვის ბრენდის მართვისთვის აუცილებელი უნარების გამოსამუშავებლად, მყარი, თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტის შექმნა და ბრენდინგის თანამედროვე სამყაროს ახლოს გაცნობა სურს და მზადაა საკუთარი უძვირფასესი დროის ნაწილი 2 კვირის განმავლობაში ამ საქმეს მიუძღვნას. დიზაინერებისთვის, კოპირაიტერებისთვის და შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომელთაც შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნების დაქორწინება და საკუთარი კომპეტენციის გაძლიერება, თანამედროვე მოთხოვნებზე უკეთ მორგება სურთ მარკეტერებისთვის და მარკეტინგის გუნდის იმ წევრებისთვის, ვისაც საკუთარი შრომით უფრო დიდი შედეგების მიღწევა და საკუთარი ხელით აშენებული დიდი ბრენდებით სიამაყე, ტკბობა სურთ სტარტაპერებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც საკუთარი ბიზნესების ძლიერ, გრძელ ვადაში გამძლე ბრენდებად გადაქცევა და დაუბრკოლებლად ზრდა სურთ.

ინფო:

➡ ხანგრძლივობა: 2 კვირა 06.03.2023 – 17.03.2023

➡ ლექციების რაოდენობა: 6

➡ დღეები: ორშაბათი – ოთხშაბათი – პარასკევი   (19:00-22:00)

➡ ფასი: 1500 ₾ 

➡მისამართი: ნ. რამიშვილის ქ. #6 “კოლაიდერი”

კურსის სილაბუსი

ლექტორის შესახებ

0 (0 შეფასება)

6 კურსები

6 სტუდენტები

1,500.00
ხანგძლივობა:
ლექცია: 0
სტუდენტები: მხოლოდ 20
სირთულის დონე: ყველა დონე
ენა: ქართული
სერტიფიკატი: კი