ჩვენ შესახებ

სასწავლო ცენტრებში სხვადასხვანაირ მიდგომას შეხვდებით, კოლაბში კი ჩვენ სრულიად განსხვავებულად ვმუშაობთ. კურსის სილაბუსი ისეა შედგენილი, რომ სრულიად დამწყებ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება მისი ათვისება , ისევე , როგორც იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონიათ შეხება ამ სფეროსთან. ხშირშემთხვევაში სტუდენტს ის, რაზეც 1 თვის განმავლობაში ეკრანიდან ან თუნდაც პირისპირ ესაუბრებიან არ ამახსოვრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრულიად ახალ, უცხო თემაზე იწყებენ საუბარს. ადამიანებს ყოველთვის გვამახსოვრდება ის რაც ვნახეთ, ვიგრძენით, მოგვეწონა, გვეწყინა, გავიგეთ. Სწორედ ამიტომ კოლაბის კურსი ისეა აგებული, რომ შეძლებთ თითოეული ლექციის ვიზუალიზაციას. შანსი გექნებათ, რომ ნახოთ, მოისმინოთ, დაათვალიეროთ და თქვენმა თვალმა შეძლოს აღქმა, იმ ვიზუალების, რომლებიც შემდგომ თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება.

რას უნდა ელოდეთ ჩვენთან

პრაქტიკული სამუშაო

სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რადგან თითოეული კურსი მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოპებს.

პროფესიონალი სპიკერები

სპიკერები თავიანთი საქმის გურუები და სფეროს ყველაზე წარმატებული პროფესიონალები არიან.

დასაქმება

წამყვანი ბრენდები მარტივად ეძებენ და პოულობენ მათთვის სასურველ კადრებს.

Colab-ის პარტნიორი კომპანიები

გამოგვიწერე, რომ არ გამოგრჩეს ფასდაკლებები

მიიღე ინფორმაცია ახალ კურსებსა და ფასდაკლებებზე